საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის XXI ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
"რანდერსის" ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

ქართველ ფეხბურთელს 10 თებერვალს "ოლბორგთან" ჩატარებული კარგი მატჩი დაუფასეს, სადაც საბამ 65-ე წუთზე გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი 3:0 გაიმარჯვა.

ეს 24 წლის მოთამაშის მე-5 გოლია სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში.

საბა ლობჟანიძე დანიურ კლუბში 2017 წლის ზაფხულში თბილისის "დინამოდან" გადავიდა.

altსაბა ლობჟანიძემ დანიის ჩემპიონატზე მეხუთე გოლი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული