ხვიჩა კვარაცხელია მოსოკოვის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა - ერთი ქართველი კარგია, ორი კიდევ უფრო უკეთესი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 წლის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" გააგრძელებს კარიერას.

"ლოკომოტივის" საიტი იუწყება, რომ კვარაცხელია "რუსთავიდან" მათ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა.

კვარაცხელია თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

მან ეროვნული ლიგის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

კვარაცხელიას "ლოკოში" გადაყვანის ინიციატორი გუნდის მწვრთნელი იური სიომინია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კლუბის დირექტორატს მისი ტრანსფერის გაჩარხვა მოსთხოვა.

რკინიგზელთა გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს და კლუბის საიტი წერს:"ხვიჩა, კეთილი იყოს შენი მობრძანება. ახალგაზრდა ნახევარმცველი 21-ე ნომრით იასპარეზებს".

კვარაცხელიას მის გუნდში გადასვლას კვირკველია მიესალმება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვულოცავ ხვიჩას!!! იმედია, გაამართლებს სიომინის იმედებს. მეტი ვარჯიშით სტაბილურობაც მოუვა...
tngh
12:53 16-02-2019
4
გასკდით გასკდით თორემ ბოღმა დაგახრჩობთ..ვერაფერს ვერ შეცვლით და კლვიატურებზე ისიამოვნეთ..კვარა საუკეთესოა..ნაცებოოო
nacional mishistebs
11:07 16-02-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული