ხვიჩა კვარაცხელია მოსოკოვის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა - ერთი ქართველი კარგია, ორი კიდევ უფრო უკეთესი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 წლის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" გააგრძელებს კარიერას.

"ლოკომოტივის" საიტი იუწყება, რომ კვარაცხელია "რუსთავიდან" მათ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა.

კვარაცხელია თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

მან ეროვნული ლიგის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

კვარაცხელიას "ლოკოში" გადაყვანის ინიციატორი გუნდის მწვრთნელი იური სიომინია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კლუბის დირექტორატს მისი ტრანსფერის გაჩარხვა მოსთხოვა.

რკინიგზელთა გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს და კლუბის საიტი წერს:"ხვიჩა, კეთილი იყოს შენი მობრძანება. ახალგაზრდა ნახევარმცველი 21-ე ნომრით იასპარეზებს".

კვარაცხელიას მის გუნდში გადასვლას კვირკველია მიესალმება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
და რა მერე რუსეთში თუ გადავიდა? და თქვე ვაი და ურა-პატრიოტებო სად ურჩევდით გადასვლას? ყაზახეთში,პოლონეთში თუ კვიპროსზე? და რუსეთიდან კარგი თამაშით ვერ მოხვდება ევროპის ძლიერ ლიგებში? ვაი თქვენს პატრონს.შეეშვით რა ამ პოლიტიკას და ბავშვს წარმატებები უსურვეთ.
ზაზა
22:34 15-02-2019
13
პოლონეთის ჩეხეთის და სლოვაკეთის მაჩანჩალა გუნდებს მგონი ჯობია მოსკოვის ლოკომოტივი. იმედს ის ფაქტი მაძლევს,რო ლოკომოტივში ყველა ქართველმა კარგად ითამაშა
გოგა
22:16 15-02-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული