დღეს, 15 თებერვალს თურქულ შეკრებაზე დონეცკის "ოლიმპიკმა" ამხანაგურ მატჩში "ტობოლი" 4:1 დაამარცხა. კოსტანაური გუნდის ნახევარმცველები ჯაბ კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.
19 თებერვალს "ტობოლი" "რუბინს" შეხვდება.
"ტობოლის" მწვრთნელმა ვლადიმირ გაზაევმა განაცხადა, რომ ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან, კარგი კოლექტივია, ეს ახარებს, მის მამას, ვალერი გაზაევს რუსეთის დუმაში მნიშვნელოვანი პოსტი უკავია და მისთვის რჩევების მისაცემად არ სცალია.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში ვლადიმირი "რუსთავს" ედგა სათავეში.