გიორგი ლორიას "მაგდებურგმა" სტუმრად "არმინიას" მოუგო

AutoSharing Option
17 თებერვალს, მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგმა" სტუმრად "არმინია" 3:1 დაამარცხა.

მსაჯმა 31-ე წუთზე მასპინძელთა მცველი ბიორნერი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, რის შემდეგაც სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ და პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანეს. მეორე ტაიმში კაცნაკლულმა "არმინიამ" ანგარიში შეამცირა, თუმცა შეხვედრის დასასრულს "მაგდებურგის" ნახევარმცველმა ტურპიცმა პენალტი გამოიყენა, 3:1 და ყველაფერი დასრულდა.

რაც ლორია "მაგდებურგში" გადავიდა, აღმოსავლეთგერმანულმა გუნდმა 4 მატჩში 10 ქულა მოიპოვა, 21 ქულით მე-15 ადგილზეა, 24 თებერვალს კი "პადერბორნს" უმასპინძლებს.

ამ 4 მატჩში ლორიამ 2 გოლი გაუშვა.

ბილეფელდი.
"სჰიუცოარენა". 19 568 მაყურებელი
არმინია - მაგდებურგი 1:3
გოლები: 0:1 პერტჰელი (33), 0:2 ლოჰკემპერი (45), 1:2 კლოსი (69), ტურპიცი (85, პენ)
გაძევება: ბიორნერი (31, არმინია)

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარი ფეხი, უფრო სწორად ხელები გქონია ძმაო, პირველ წრეში სულ 11 ქულა, ეხლა კიდე პირველ 4 თამაში უკვე 10 ქულა. ვუყურე თამაშს და სეივის შანსი არ ქონდა გიორგის, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი მომენტი ქონდა იმ გუნდს, თამაშს უყურეთ და ცოტა ტვინი გაანძრიეთ.
როლანდი
22:24 17-02-2019
3
ჩასაფრებული არ ვარ.პირიქით ლორიას გულისთვის ვუყურებ ინტერნეტში მაგდებურგის თამაშებს, თუმცა დღეს სამწუხაროდ ერთი საგოლე მომენტი შეიქმნა მის კართან და ისიც გაიტანეს.მომავალში უფრო წარმატებულ თამაშებს ვუსურვებ,მითუმეტეს რომ გიორგის მოსვლის შემდეგ გუნდი იგებს.
ჯ.ჩ.
21:28 17-02-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული