უკრაინულმა საიტმა ua-football.com-მა ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა "შახტარზე", გუნდი დაახასიათა და ყველაზე მეტად დაცვა გააკრიტიკა.
"უკეთესობა არ იგრძნობა. მოემზადეთ, თქვენს წინაშე უკუნია. ოთხიდან ერთი პოზიცია პანიკას არ იწვევს - მარცხენა მცველი. სანამ ისმაილი თამაშობს და თუნდაც სირბილის ცოტაოდენი ენთუზიაზმი აქვს, ყველაფერი ნორმალურად იქნება, ხოლო თუ უკრაინულ პასპორტს მისცემენ, თამამად შეგვიძლია ესოდენ წარმატებული გამოსავლისათვის ბოკალი შევსვათ.
მაშ, წავიდეთ წინ. სამი ცარიელი პოზიცია, რომლებზეც არ გვყავს ღირსეული მოთამაშეები. ნუ, კარგით, ნახევარმოთამაშეებს მოვკრებთ. არამშობლიური პოზიციის დაკეტვა მატვიენკომ ისწავლა. შემდეგ უბედურება. ხოჭოლავა და კრივცოვი -
ტყუპი ძმები, რომლებიც მუდამ მაიძულებენ ვიყვირო:"როდესაც ბურთი ფეხებში გაქვს, ან პასი მიეცი და ან წინ დაარტყი".
რაც შეეხება მარჯვენა მცველს, ვერასოდეს ვერ გავიგებ, რატომ გაყიდეს სრნა. რატომ გადაწყვიტა სეუ ფონსეკამ (მასზე ლაპარაკით დავიღალე), რომ ის ბუტკოზე ან დანჩენკოზე უფრო სუსტია. ამიტომ ჰყავს ახლა ამ პოზიციაზე ერთი ფეხბურთელი.
შექმნილი ვითარებიდან გმოსავალს მხოლოდ გამოცდილი მცველი შეძენაში ვხედავ (დასაშვებია ევროპული პასპორტის მქონის). რჩევას ვიძლევი: დავურეკოთ ვინმეს "ზენიტში" და ვკითხოთ, როგორ გაუფორმეს ივანოვიჩს კონტრაქტი (საკონტაქტო ტელეფონი მგონი მოეძიებათ). აი, ასეთი დონის მოთამაშის ნარინჯისფერთა შემადგენლობაში ხილვის წინააღმდეგი არ ვიქნები. შეიძლება, თან პარალელურდ ლიდერიც მოვიძიოთ".