"ციურიხი" "იანგ ბოიზთან" დამარცხდა - ლევან ხარაბაძემ ყვითელი ბარათი მიიღო

AutoSharing Option
17 თებერვალს, შვეიცარიის სუპერლიგის 21-ე ტურში ლევან ხარაბაძის "ციურიხი" ბაზელში 0:2 დამარცხდა ლიდერ "იანგ ბოიზთან".

მატჩი თვალსასეირო იყო, ორივე გუნდს აქცენტი შეტევაზე ჰქონდა გადატანილი და მცველები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს. სტუმრებს შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ვონ ბალმოსი.

მასპინძლებმა შესვენების შემდეგ მოახერხეს ორი გოლის გატანა და გაიმარჯვეს.

ხარაბაძემ შეუცვლელდ ითამაშა და 35-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"ციურიხი" 28 ქულით მე-4 ადგილზეა და 24 თებერვალს "ლუცერნს" მასპინძლობს, იქამდე კი 21 თებერვალს ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში გასვლაზე "ნაპოლის" შეხვდება.
შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტის გუნდთან პირველი შეხვედრა "ციურიხმა" 1:3 წააგო.

ბერნი. "ვანკდორფი". 27 023 მაყურებელი
იანგ ბოიზი - ციურიხი 2:0
გოლები: 1:0 ფასნაჰტი (49), 2:0 ნგამალეუ (57)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული