"გენტმა" მოიგო, გიორგი ქვილითაია არ ათამაშეს

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "გენტმა" სახლში 2:1 სძლია "სტანდარდს".

ამ შეხვედრაში მასპინძელთა გუნდის განაცხადში იყო თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია, რომელმაც წინა ტურში "ბევერენს" გოლი გაუტანა, ამჯერად კი შეცვლაზეც არ შეუშვეს. ალბათ, იმიტომ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მისი გუნდი 2:0-ს იგებდა და მწვრთნელმა იეს ტორუპმა ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა აქცენტი.

რაც შეეხება ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს, მუხლის ტრავმა ჯერაც არ მოურჩენია, თუმცა მალე ჩადგება მწყობრში.

"გენტი" 41 ქულით მე-7 ადგილზეა და 3 მარტს სტუმრად "ვარეგემს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული