შეეძლო თუ არა გიორგი ლორიას "მაგდებურგის" გადარჩენა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მაგდებურგი" თითქოს მეორე ბუნდესლიგიდან გასავარდნად იყო განწირული, მაგრამ რაც ამ გუნდში მეკარე გიორგი ლორია გადავიდა, 5 მატჩში 11 ქულა მოიპოვა, 22 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

"მაგდებურგის" გულშემატკივრებმაც ისევ დაიწყეს გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე სიარული - "პადერბორნთან" შეხვედრას 27 250-იან "MDCC არენაზე" 20 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

ნახეთ ამ მატჩის ვიდეომიმოხილვა და შეაფასეთ ლორიას თამაში - შეეძლო თუ არა გაშვებული გოლისას თავისი გუნდის გადარჩენა და საერთოდ, რამდენად კარგად ითამაშა.

გიორგიმ 5 შეხვედრაში 3 გოლი გაუშვა, მომავალ ტურში კი
"მაგდებურგი", 1-ელ მარტს სტუმრად "დუისბურგს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 18 /
ლორია მანამდე ორჯერ შეცდა,მაგრამ გოლის მომენტში,ადგილი სწორად ეკავა,ორივე კუთხე ღია იყო და თან მცველიც თითქოს იცავდა,მაგრამ მცველი შეცდა პოზიციურად და თავდამსხმელსაც,ბურთი ფეხზე კარგად მოაჯდა.რეაქცია ვერ მოასწრო.ზიგიერთი მეკარე აიღებდა,მაგრამ ალბათ სულ რამდენიმე.არა უშავს,ფორმაში შევა.
სოსო
22:04 25-02-2019
0
მცველების შეცდომა იყო აქ. მეკარის ბრალი არანაირად არ არის ფაქტიურად აუღებელი დარტყმა გამოუვიდა
მალხაზი
18:57 25-02-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული