დებიუტი პრემიერლიგაში - გიორგი წიტაიშვილმა "დინამოს" მთავარ გუნდში ითამაშა

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 18 წლის ქართველ შემტევ გიორგი წიტაიშვილს უკრაინის პრემიერლიგაში "ზორიასთან" მოგებულ (5:0) მატჩში დებიუტი ჰქონდა.

ეს ახალგაზრდა მოთამაშის მეორე ოფიციალური შეხვედრაა კიეველთა შემადგენლობაში. "დინამოს" რიგებში პირველად მან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე "იაბლონეცის" წინააღმდეგ ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელი თამაშში 70-ე წუთზე ესპანელი ფრან სოლის მაგივრად ჩაერთო. ამ დროს ანგარიში 4:0 იყო.

19 ტურის შემდეგ კიევის "დინამო" უკრაინის პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა და ლიდერ "შახტარს" 7 ქულით ჩამორჩება.

alt გიორგი წიტაიშვილის შეძენა "ოლიმპიაკოსს" სურს - კიევის "დინამომ" ტრანსფერში დიდი თანხა მოითხოვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული