"სავარაუდოდ, კარიერას ევროპაში გავაგრძელებ" - რატომ დატოვა ზურიკო დავითაშვილმა "რუბინი"

AutoSharing Option
18 წლის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ყაზანის "რუბინი" დატოვა. ის და კლუბი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და ახალგაზრდა ქართველი ახალი კლუბის ძიებაშია.

Sportall.ge ზურიკოს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ზურიკო, პირველ რიგში, რა მოხდა "რუბინთან" დაკავშირებით, რატომ წამოხვედი?
- წამოვედი. კონტრაქტის პირობებზე ვერ შევთანხმდით.

- რა გახდა შეუთანხმებლობის მიზეზი?
- შემოთავაზებული კონტრაქტი გრძელვადიანი იყო, მე კი, რა თქმა უნდა, უფრო მოკლევადიანი მინდოდა. კიდევ იყო რაღაც წვრილ-წვრილი საკითხებიც, როგორც ხდება ხოლმე ფეხბურთში.

- მოკლევადიანი გსურდა, რადგან კარიერის სხვაგან გაგრძელების პრობლემა არ
შეგქმნოდა?

- კი, ასეა.

- როგორ გაგრძელდება შენი კარიერა? გაქვს შემოთავაზებები?
- ჯერ ზუსტად არ ვიცი, როგორ და სად, მაგრამ შემოთავაზებები არის. სავარაუდოდ, კარიერას ევროპაში გავაგრძელებ.

- კონკრეტულად საიდან არის შემოთავაზება?
- მხოლოდ ერთ კლუბზე არაა საუბარი. სამწუხაროდ, ჩემპიონატს და კლუბს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ. ახლა მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ.

- სავარაუდოდ, როდის შეიძლება მოლაპარაკებები დასრულდეს?
- ალბათ, მაქსიმუმ ერთ კვირაში.

- საქართველოში დაბრუნება გამორიცხულია?
- სავარაუდოდ, კი, თუმცა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი.

- ამ კლუბებს შორის რომელიმე რუსული კლუბიც არის?
- არა, რუსული კლუბზე საუბარი აღარ არის. რა თქმა უნდა, საუბარი ეხება ძირითად გუნდს და არა დუბლშემადგენლობას.

altbusiness-gazeta.ru: რატომ არ გაუფორმა "რუბინმა" ზურიკო დავითაშვილს კონტრაქტი?

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვფიქრობ მამის სახით,კარგი მრჩეველი ჰყავს.ცოტა იმისი მეშინია,გადაჭარბებულმა ამბიციებმა არ გაუფუჭოს საქმე.წარმატებები ზურიკოს.
სოსო
13:33 26-02-2019
0
ძალიან კარგი...რაც შეიძლება შორს ქართველი ფეხბურთელები რუსული კლუბებისგან! :)
ოთო
12:07 26-02-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული