"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე

AutoSharing Option
ლუგანსკის "ზორიას" მთავარმა მწვრთნელმა იური ვერნიდუბმა Tribuna.com-თან საუბრისას წლების წინ ჯაბა ლიპარტიასთან დაკავშირებული ინციდენტი გაიხსენა.

"ჯაბა ლიპარტიასთან ერთ-ერთ შეკრებაზე ინციდენტი მოხდა. არ მახსოვს, ვისთან ვთამაშობდით. ართმევაზე კარგად ვერ თამაშობდა. დამავიწყდა, რომ ქართველია და  შევაგინე - "## #### ####" (ვიდეოში არ ისმის, რა წინადადებას ამბობს ვერნიდუბი) ვუთხარი.

მივხვდი, რომ არასწორად მოვიქეცი. დავინახე, რომ პირდაპირ მიყურებდა და თვალები სისხლით ჰქონდა სავსე. თუმცა კარგად მოიქცა - არაფერი მითხრა.

მატჩის შემდეგ მთელი გუნდის წინაშე ვუთხარი, რომ ისე არ მოვიქეცი, როგორც მწვრთნელი უნდა იქცეოდეს. ვუთხარი,
რომ ვიცოდი მისი ქართველობის შესახებ და ეს სიტყვები არც მას და არც მის დედას არ ეხებოდა. მომხდარის გამო კი ბოდიში მოვუხადე" - თქვა ვერნიდუბმა.

ჯაბა ლიპარტია ლუგანსკის "ზორიაში" 6 წლის განმავლობაში თამაშობდა, ვერნიდუბი კი უკრაინულ კლუბს დღემდე წვრთნის.

altჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვერ დავიჯერებ, რომ მისი ქართველობა არ ახსოვდა და ვერც იმას, რომ საპასუხოდ ტკბილი სიტყვები არ მიიღო :))))
:)))))
18:05 26-02-2019
6
ჰაჰ ბეწვზეა გადარჩენილი, ისე რუსებს და უკრაინელებს გინება ჩვეულებრივ მიმართვად აქვთ.
semi
17:56 26-02-2019
1

სიახლეები პოპულარული