გიორგი ლორიამ გოლი 92-ე წუთზე გაუშვა და "მაგდებურგი" აუტსაიდერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ მარტს, მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგი" სტუმრად აუტსაიდერ "დუისბურგთან" 0:1 დამარცხდა.

გოლი მასპინძელთა გუნდის ტუნისელმა მცველმა ჰაჯრიმ კომპენსირებულ დროში გაიტანა.

ლორიამ ორჯერ მოიგერია მეტოქის დარტყმული ბურთი, გაშვებული გოლი კი მისი ბრალი ნამდვილად არ იყო - საჯარიმოდან აწეულ ბურთზე ყველას ჰაჯრიმ დაასწრო და ახლო მანძილიდან თავურით დალაშქრა კარი.

"მაგდებურგი" 24 ქულით კვლავ მე-15 ადგილზეა და 10 მარტს "სანდჰაუსენს" მასპინძლობს.

დუისბურგი. "შაუინსლანდ რეისენ-არენა". 13 416 მაყურებელი
დუისბურგი - მაგდებურგი 1:0
გოლი: ჰაჯრი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბარემ მწვრთნელობა დაიწყეთ ! თქვენ გენაცვალათ გურული
პროფესორებს
23:05 02-03-2019
0
მაგის აღებული არ მინახავს. ერთი თამაშიც და სკამზე დასვამენ. შვეიცარიასთან რა გვეშველება, მაგის იმედად ყოფნა? მაკარიძე მაინც მოასწრებდეს ფორმაში შესვლას
vaso
15:18 02-03-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული