1-ელ მარტს, მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგი" სტუმრად აუტსაიდერ "დუისბურგთან" 0:1 დამარცხდა.
გოლი მასპინძელთა გუნდის ტუნისელმა მცველმა ჰაჯრიმ კომპენსირებულ დროში გაიტანა.
ლორიამ ორჯერ მოიგერია მეტოქის დარტყმული ბურთი, გაშვებული გოლი კი მისი ბრალი ნამდვილად არ იყო - საჯარიმოდან აწეულ ბურთზე ყველას ჰაჯრიმ დაასწრო და ახლო მანძილიდან თავურით დალაშქრა კარი.
"მაგდებურგი" 24 ქულით კვლავ მე-15 ადგილზეა და 10 მარტს "სანდჰაუსენს" მასპინძლობს.
დუისბურგი. "შაუინსლანდ რეისენ-არენა". 13 416 მაყურებელი
დუისბურგი - მაგდებურგი 1:0
გოლი: ჰაჯრი (90+2)