განახლდა რუსეთის პრემიერლიგა და "კრილია სოვეტოვის" ახალწვეულმა ჯანო ანანიძემ პირველივე მატჩში თავი გამოიჩინა.
მან ჩემპიონატის 28-ე ტურში მოსკოვში "ლოკომოტივთან" მატჩში ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა.
შეხვედრა 2:2 დასრულდა. ჯანო 62-ე წუთზე მცველ ზოტოვით შეცვალეს, რადგან მისი გუნდი კაცნაკლული დარჩა.
"ლოკოში" საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხვიჩა კვარაცხელია კი სათადარიგო იყო.