ჯანო ანანიძე რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
"კრილია სოვეტოვის" ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ სამარულ გუნდში პირველივე მატჩში "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა და matchpremier.ru-მ მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

championat.com-ი ქართველის კარგ თამაშს აღნიშნავს და წერს, რომ მან "სპარტაკში" დასაბრუნებლად პირველი ნაბიჯი გადადგა.

ეს შეხვედრა კი, რომელიც 2:2 დასრულდა, მეტად დაძაბული გამოდგა, მსაჯმა ჯერ მოსკოველებს გაუძევა ფეხბურთელი, მერე კი სამარელებს. ხშირი იყო შეხლა-შემოხლა და მსაჯმა "ლოკოს" მცველს, საბა კვირკველიას ყვითელი ბარათი უჩვენა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს კიდევ სპარტაკში რომ დაბრუნდეს, ამ სეზონის დასრულებისთანავე, უბრალოდ ჩემთვის საერთოდ წაიშლება, როგორც ფეხბურთელი და არამხოლოდ ჩემთვის! ისეთები დამართა სპარტაკმა, რომ უბრალოდ წარმოუდგენლად მეჩვენება მისი დაბრუნება და თან ინტერვიუშიც ისე ლაპარაკობს, არამგონი დაბრუნდეს!
ზურა
03:28 05-03-2019
1
ისე ბათუმის დინამო ან ქობულეთის შუქურა კარგი ვარიანტი იქნებოდა ოქრისთვის.მაინც საკურორტო ქალაქია გართობა მეტია და არ მოიწყენს კაცი! ყაზახეთს და ნეფჩის ნამდვილად სჯობია ბათუმი!თან ახალი სტადიონიც ექნებათ ბათუმში და თუ თავს გამოიჩენს შეიძლება მისი სახელიც დაარქვან ამ არენას!
გიბო
10:36 05-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული