უკრაინული მედია: ღმერთმა არ ქნას, წიტაიშვილმა "დინამო" დატოვოს, უკრაინაზე უარს იტყვის და საქართველოს ნაკრებს აირჩევს

AutoSharing Option
პოპულარულ უკრაინულ Youtube-არხ FootballHub-ზე გასულ გადაცემაში, რომელსაც სპორტული ჟურნალისტი იგორ ციგანიკი უძღვებოდა, უკრაინის ნაკრების შესახებ საუბრობდნენ.

ჩვენი ყურადღება იმ ნაწილმა მიიპყრო, სადაც საუბარი კიევის "დინამოს" ახალგაზრდა ქართველ შემტევ გიორგი წიტაიშვილს ეხებოდა.

"რომელი ნაკრები უნდა აირჩიოს გიორგი წიტაიშვილმა? დარწმუნებული ვარ, სანამ "დინამოში" თამაშობს, გიორგი უკრაინის ნაკრებისკენ მიდის. როგორც მინიმუმ, მას დიდ ტურნირზე თამაშის შანსი ექნება. შესაძლებელია, ასეთი შესაძლებლობა ქართველებსაც ჰქონდეთ, განსაკუთრებით ერთა ლიგის მოგების შემდეგ.

ღმერთმა არ ქნას, რომ წიტაიშვილმა "დინამო" დატოვოს, ასეთ შემთხვევაში ის უკრაინის ნაკრებზე უარს იტყვის და საქართველოს
აირჩევს" - უპასუხა ციგანიკმა მაყურებლის დასმულ კითხვას.

გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მან კიევის "დინამოს" ძირითადი გუნდის რიგებში ორჯერ - ევროპა ლიგაზე და პრემიერლიგაში ითამაშა.

alt წიტაიშვილი უკვე ლონდონშია - ითამაშებს გიორგი "ჩელსისთან" ?

altგიორგი წიტაიშვილი: საქართველოს ნაკრები? როგორც სურკისი იტყვის, ისე იქნება

მკითხველის კომენტარები / 7 /
აქედან დასკვნა: ეს ბიჭი ძალიან მაგარია ეტყობა.
06 მარტი 2019 14:34
0
ორი მხარეა საქართველო და უკრაინა, 1)საქართველო- ერთა ლიგაზე მოთამაშე ნაკრები რომელიც კარგა ხანს მისი შემადგენლობიდან გამომდინარე ჭ ლიგაში იქნება ანდორა, ფარერები, სან მარინოსთან ერთად, უახლოეს ათ წლეულებში ვერ ითამაშებს ვერც მსოფლიოზე და ვერც ევროპაზე, საქართველოს ნაკრების არჩევის შემთხვევაში პრობლემა შეექმნება კიევის დინამოში, არ ათამაშებენ ძირითადში, ჩატოვებენ დუბლებში, მერე მობეზრდება და დაიწყებს ხეტიალს ლუგანსკის ზარიაში, ვორსკლაში, დესნაში.. 2) უკრაინა- კიევის დინამოში ძირითად შემადგენლობაში თამაში, ყოველწლიურად ევროპულ ტურნირებზე გამოსვლა ჩემპიონთა ლიგა ან ევროპის ლიგა, თამაში ჩელსის, ბარსელონა, ბავარია, რეალის.... წინააღმდეგ, ნაკრებში ადგილის დამკვიდრების შანსი, უკაინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს და ევრო პირველობაზე თამაში. აირჩიოს რომელი უფრო მისაღებია მისთვის და პატრიოტიზმე ნუ გამოიდებს თავს ამ ქვეყანაში პატრიოტიზმის ფასი კაპიკია, თუ არ სჯერავს ფოცხვერიას კითხოს
simartle
06 მარტი 2019 14:18
11
შემტევები გვყავს გაიფორმონ არაუშავს ასე ჩამოგვტიროდა სახე გოგიაზეც ბლომად იყო კიდე მაგრამ დიდ ფეხბურთს არცერთი თამაშობს ერთადერთი ჯიქია მაგრამ ეგეც ტიპიური რუსია არაფერი ქართული. დმიტრო ივანისენია უნდა გავიფორმოთ ნაკრებში მე ეს ბიჭი მომწონს ჩავარდნები აქვს მარა ამდენიხანია დინამოშია ეს უკვე ბევრს ნიშნავს ნუ დავკარგავთ ამ კაცს მაგრად წაგვადგება
NIGHT
06 მარტი 2019 13:23
1
ფუ,უკრაინელ ხალხს ვენაცვალე, მარა ასეთი ხალხი უნდა მოკვეთო საერთოდ ფეხბურთიდან. საწყალი ბიჭი არაბიძე სწორედ ამიტომ ჩაკლეს შახტარის დუბლებში. ეგონათ ბოლოს მაინც დათანხმდება უკრაინაზე და ჩვენ ბაკრებში ითამაშებსო მარა არ დანებდა საწყალი ბიჭი და ახლა უკრაინელების გამო დიდ დეპრესიაშია. ტიპი 21 წლამდე დუბლებში ჩაკლეს განზრახ და ზოგი იტყვის, რატო ვერ თამაშობს, რა პრობლემა აქვსო
Hahahah
06 მარტი 2019 12:11
13
თუ თავს ქართველად თვლის საქართველოს ნაკრები უნდა აირჩიოს
ghj
06 მარტი 2019 12:06
6
მემგონი დიდ შეცდომას დაუშვებს წიტაიშვილი თუ უკრაინას აირჩევს. მგონია რომ მშობლები არია დამნაშავენი.ვფიქრობ, რომ მამამისი კლიმენტი წიტაიშვილი ნაწყენია იმის გამო, რომ მას თავის დროზე არ დაუძახეს საქართველოს ნაკრებში, როცა ის კვიპროსში თამაშობდა!
kika
06 მარტი 2019 11:24
6
კლიმენტი წიტაიშვილი მგონი იყო ნაკრებში და თავი ვერ გამოიჩინა. რაც შეეხება სამშობლოს ცნებას, სამშობლოზე გაბრაზება მე ვერ ვხვდები რა არის? სამშობლო თუ გიყვარს უნდა იცოდე, რომ შენ ერთმხრივად გეყვარება ყოველთვის, სამშობლო ქალბატონი არაა რომ ჩაგეხუტოს. ვისაც არაა აქვს ეს შეგრძნება და მიზეზად ვინმე პიროვნებას ასახელებს რომ არ დააფასა, თუნდაც ამ ქვეყნის მეფემ. ეს ნიშნაბს რომ მას სამშობლო არ უყვარს და არ იცის რა არის სამშობლო. თუ შვილი გაზარდა ისე რომ მას ჩაუნერგა თავისი ისტორიული სამშობლოს სიყვარული, მას არ უნდა ეთქვა სურკისი როგორც იტყვის ისე იქნებაო. პრინციპში ნათქვამი სხვაა და რას მოიმოქმედებს შემდეგ ისე გავსაჯოთ. მარა კალთებს სამშობლოს სიყვარულში არავის ახევენ და არც წიტაიშვილებს დავახევთ.
Geo_Dinamo
06 მარტი 2019 12:21
4

სიახლეები პოპულარული