როგორც აღმოჩნდა, უკანასკნელ ტურში ყველაზე დიდი სიჩქარე საქართველოს ნაკრებისა და "არკას" შემტევმა ლუკა ზარანდიამ "ლეხთან" წაგებულ (0:1) მატჩში განავითარა.
როგორც ვიდეოდან ჩანს, ქართველმა 33,5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა და ამ ასპექტში ექსტრაკლასაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
ლუკა ზარანდიას გუნდი პოლონეთის ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.
გიორგი გაბედავას გუნდთან მატჩში ლუკა ზარანდიამ პენალტი მოინადირა