ზურიკო დავითაშვილი თავის მომავალზე: სამი თვე ვერსად დავრეგისტრირდები

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინში" რამდენიმე დღის გატარების შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი უგუნდოდაა.

ის რუსულ კლუბთან კონტრაქტის პირობებზე ვერ შეთანხმდა. ყაზანელები გრძელვადიან ხელშეკრულებას ითხოვდნენ, ქართველს კი კონტრაქტის გაფორმება ერთი წლით სურდა.

დავითაშვილის "რუბინიდან" წამოსვლის შემდეგ ყაზანელთა დამრიგებელი ყურბან ბერდიევი ამბობდა, რომ ზურიკოს რუსულ კლუბში დაბრუნება შეუძლია, თუმცა, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ქართველი ამას არ აპირებს.

Sportall.ge ზურიკო დავითაშვილს თბილისში დაუკავშირდა და მისი მომავლის შესახებ ჰკითხა.

"კლუბებთან მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს, თუმცა თავს შევიკავებ იმის თქმისგან, თუ რომელი ჩემპიონატის კლუბებზეა საუბარი. "რუბინთან" მოლაპარაკებას არ
ვაწარმოებ, იქ დაბრუნება გამორიცხულია.

ახლა ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ფორმას ასე ვინარჩუნებ. სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და სამი თვე ვერსად დავრეგისტრირდები. ამიტომ რომელ გუნდშიც უნდა წავიდე, ვერსად ვითამაშებ. შესაბამისად, არ ვიცი, მოლაპარაკებები როდის დასრულდება", - უთხრა დავითაშვილმა Sportall.ge-ს.

alt"სავარაუდოდ, კარიერას ევროპაში გავაგრძელებ" - რატომ დატოვა ზურიკო დავითაშვილმა "რუბინი"

altრუსული გამოცემა Sportall.ge-სთან დავითაშვილის ინტერვიუს პასუხობს: "რუბინი" მზადაა დათმობებზე

alt"რუბინის" მწვრთნელი: დავითაშვილთან დაკავშირებით პრობლემები მის მშობლებთან უფრო გვაქვს

მკითხველის კომენტარები / 12 /
Ra zuriko??? Zurab ar kvia?
Bubara
17:34 07-03-2019
0
ისინიც ჩამოთვალეთ ერთი, რუსეთში დაწყნბული კარიერით რომელმა ითამაშა დიდი ფეხბურთი, მარტო ქართველებს არ ვგულისხმობ. ჭაობია რუსეთი ყველაფერში ჭაობიი
4

სიახლეები პოპულარული