ლიგა ენდესას საიტის ცნობით, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ტედ მაკფადენი "ხუვენტუდში" გააგრძელებს კარიერას.
მას ბადალონურმა კლუბმა სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი.
მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატის პირველ წრეში ტენერიფეს "იბეროსტარის" მოთამაშე იყო, მაგრამ 12 თებერვალს კონფლიქტის გამო დატოვა გუნდი.
ის ადრე ჩეხეთის "უსტი ნად ლაბემში", გერმანიის "ბრაუნშვაიგში", კვიპროსის "აპოელსა" და აეკ-ში, საფრანგეთის "ნანსიში", საბერძნეთის "პაოკში" და "კიმისში", მაკედონიის "კაპროს სოკოლსა" და "სკოპიეში" თამაშობდა.
"ხუვენტუდი" 21 ტურის შემდეგ 13 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.