ხვიჩა კვარაცხელია: დებიუტისას ვინერვიულე თუ არა? არა, რას ამბობთ! პირიქით

AutoSharing Option
"ლოკომოტივის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად ითამაშა რუსეთის ჩემპიონატზე და მართალია, 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მაგრამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, მწვრთნელმა იური სიომინმაც შეაქო და კომენტარიც სთხოვეს.

"დებიუტმა ძალიან გამახარა. ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპია. ბევრი საინტერესო მომენტი იყო და გოლის გატანაც შემეძლო. მოკლედ, ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ.

სიომინმა მითხრა, რომ ფარფანის ნაცვლად შევიდოდი შეცვლაზე, ბურთი უნდა მიმეღო და "ანჟის" კართან სიტუაცია გამემწვავებინა, ბურთი რაც შეიძლება ნაკლებად დამეკარგა და შემეტია. ეს ჩემთვის გასაგებია, მე ხომ შემტევი ვარ.

ვინერვიულე თუ არა? არა,
რას ამბობთ! პირიქით, ძალიან გამიხარდა, რომ თავის გამოჩენის შანსი მომცეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ეს შანსი მომავალშიც მომცენ. ვარჯიშებზე ბოლომდე დავიხარჯები. "ლოკოში" რეგულარულად თამაში ჩემი ოცნებაა. მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა რა ქნას წავიდეს ბელგიაში და სათდარიგო სკამი ხეხოს? ქვლითაიაზე უკეთესი თავდამსხმელი არ ყავს გენტს მაგრამ ატამაშებენ? 3 მილიონად ღირებული ფეხბურთელი სკამზე უზის გენტის მწვრთნელს და ნახევარ მილიონად შებასებული ხარახურა ძირითადში უყენია
იაგო
10:09 11-03-2019
1
ეს ბიჭი რაღაცით აშვეთიას მაგონებს.წარმატებები ხვიჩა!!!
fc1923db
10:06 11-03-2019
1

სიახლეები პოპულარული