გერმანული "მაგდებურგი", რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ასპარეზობს, კვლავ გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფება.
გერმანული მედიის ინფორმაციით, "სანდჰაუზენთან" შინ წაგებული მატჩის შემდეგ (0:1) ფანებმა "მაგდებურგის" ფეხბურთელები მოედნიდან სტვენით გააცილეს.
"არც მონდომება, არც რეალური შანსები, არანაირი სისტემა... ნორმალურ ფორმაში მხოლოდ ლორია, ერდმანი და მიულერი არიან. თამაშის შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია და სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა, რომ არა გიორგი ლორია, რომელმაც 83-ე წუთზე შესანიშნავი "სეივით" ფორსტერს ანგარიშის გაზრდის საშუალება არ მისცა", - წერს გამოცემა Bild.de.
Video
10.03.19. მაგდებურგი - სენდჰაუზენი 0:1. გიორგი
ლორიას სეივი
10.03.19. მაგდებურგი - სენდჰაუზენი 0:1. გიორგი
25 ტურის შემდეგ "მაგდებურგი" 22 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და მე-14 ადგილზე მყოფ დრეზდენის "დინამოს" 5 ქულით ჩამორჩება. სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-18 ადგილზე მყოფ "ინგოლშტადტს" და "მაგდებურგს" კი ერთმანეთისგან მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობა აშორებთ.