საქართველოს ნაკრებში - არა, "გენტში" - კი: გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადს დაუბრუნდა

AutoSharing Option
17 მარტს "გენტი" ბელგიის იუპერლიგის ბოლო, 30-ე ტურში, სტუმრად "სენტ ტრუიდენს" დაუპირისპირდება.

"გენტის" განაცხადში იანვრის შემდეგ პირველად გამოჩნდა 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მუხლის ტრავმა მოირჩინა და დიდი ალბათობით, მოედანზე ვიხილავთ.

განაცხადშია ბელგიელთა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაიაც.

Sportall.Ge

ეს უკანასკნელი ვლადიმერ ვაისმა შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩებისთვისაც გამოიძახა, თუმცა ამ სიაში არ არის გიორგი ჩაკვეტაძე.

"გენტისა" და "სენტ ტრუიდენის" დაპირისპირება 21 საათზე დაიწყება, ქართველების გუნდს საჩემპიონო პლეი-ოფში მოსახვედრად ფრეც ჰყოფნის.

altსასიხარულო ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა და

მოედანს უბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია მწყობრში ჩადგება და დაეხმარება ნაკრებს. აჩქარება არარი საჭირო. 2 თვეა კლუბში არ უთამაშია და ესე უაზროდ დატვირთვა ტრავმიანი ფეხბურთელის არაა გამართლებული!
ბათუმი
17 მარტი 2019 15:01
0
ფედერაციამ აუხსნას ეხლა ხალხს რატო არ არი ჩვენთან. განაცხადსში ჩვენც შევიყვანდით.
bacho
17 მარტი 2019 12:05
17
მიუხედავად იმისა რომ დატრავმულია და რომც არ გამოსულიყო ძირითადში და არც შეცვლაზე - ნაკრებთან ერთად მაინც უნდა ყოფილიყო, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თან ნაკრების ექიმებიც შეხედავდნენ
ბასკი
17 მარტი 2019 14:41
4
ჯერ ერთი ფედერაცია რა შუაშია? და მეორეც, 2 თვეა არ უთამაშია კაცს, პირადად მე იმის შიში გამიჩნდა კიდევ ერთხელ ხომ არ გვეცლება ხელიდან უნიჭიერესი ფეხბურთელი თქო, ფეხზე არაა დამდგარი და ახლა ეცეს ვაისი, ათამაშოს 2 სანაკრებო მატჩი და....კვლავ რომ განმეორდეს რეციდივი?!
Lagashi
17 მარტი 2019 12:22
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული