საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ შვეიცარიასთან ევროშესარჩევი ტურნირის მატჩის 24-ე წუთზე ფაბიან შერთან შეჯახებისას თავის ტრავმა მიიღო. მან 62-ე წუთამდე მაინც ითამაშა და შემდეგ შეცვალეს.
როგორც გაირკვა, ტაბიძეს ტვინის შერყევა აქვს და ამიტომ ვერ დაეხმარება ეროვნულ გუნდს ირლანდიასთან შეხვედრაში.
BBC აღნიშნავს, რომ გონებადაკარგულ შერს პირველადი დახმარება მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ აღმოუჩინა.