ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივის" მაისურით ამხანაგურში გაიტანა

AutoSharing Option
ფოტო: "ლოკომოტივის" "ტვიტერი"

მოსკოვის "ლოკომოტივმა" სანაკრებო პაუზის დროს ეროვნულ გუნდებში არგამოძახებული ფეხბურთელები სოჭში შეკრებაზე წაიყვანა, სადაც ამხანაგურად "უფას" ეთამაშა.

"ლოკომოტივთან" ერთად სოჭში გაემგზავრა 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მოსკოვურ კლუბში მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა და "რკინიგზელების" რიგებში ოფიციალური დებიუტიც ჩაატარა.

"უფასთან" გამართული ამხანაგური მატჩი 2:2 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.

Sportall.Ge

ქართველ ლეგიონერს თავის გამოჩენის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა. 35-ე წუთზე კვარაცხელიამ ერთმანეთის მიყოლებით სამი მეტოქე ჩამოიშორა და "ცხრიანში" დაარტყა,
მაგრამ "უფას" მეკარემ რეაგირება მოასწრო.

56-ე წუთზე მოსკოველებმა გოლი გაუშვეს, უკვე 2 წუთში კი კვარაცხელიას ძლიერი დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. "უფას" კარი ქართველმა ლეგიონერმა მაინც დალაშქრა - 70-ე წუთზე, როდესაც "ლოკო" უკვე 0:2 მარცხდებოდა, ხვიჩამ ერთი ბურთი გაქვითა.

75-ე წუთზე ხვიჩას მიერ შესრულებული ჯარიმა "უფას" კარის "ცხრიანს" მცირედით ასცდა.

მოსკოველთა თავკაცმა იური სიომინმა ქართველი შემტევი 81-ე წუთზე შეცვალა.

"ლოკომოტივის" შეკრება დასრულდა და გუნდი რუსეთის ჩემპიონატის მომდევნო მატჩისთვის მზადებას მოსკოვში გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გამოეძახებინა მერე ამ სლეს
ლევანი
22:23 25-03-2019
3
მიმოხილვა ვერ ვიპოვე ვერსად, სადმე ხომ არ გეგულებათ?
Felisio
17:44 25-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული