მოსკოვის "ლოკომოტივის" 27 წლის მცველის საბა კვირკველიას სამსახურით "ვესტ ჰემი" დაინტერესდა.
Fclmnews-ი იტყობინება, რომ "ვესტ ჰემი" კვირკველიას თამაშს აკვირდება და შესაძლოა, ზაფხულში "ლოკომოტივს" ტრანსფერში დაახლოებით 18 მილიონი ევრო შესთავაზოს.
საბას შეძენა 2018 წელს "ლესტერს" სურდა, მზად იყო 15 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ კლუბის მაშინდელმა პრეზიდენტმა ილია გერკუსმა ინგლისურ კლუბს უარი უთხრა. ეს მან იმით ახსნა, რომ წვრთნელს იური სიომინს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაშვება არ სურდა.
ამ სეზონში კვირკველიამ 29 მატჩში 1 გოლი გაიტანა.