გიორგი ჩაკვეტაძე სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა "სტანდარტთან" არ ითამაშებს

AutoSharing Option
ბელგიის იუპერლიგა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ჩემპიონატი ორ ნაწილად გაიყო. გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას "გენტი" საჩემპიონო ჯგუფშია და 3 აპრილს "სტანდარტს" დაუპირისპირდება.

18-კაციან განაცხადში კვლავ არ არის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა Sportall.ge-ს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ის დაბრუნებას 6 აპრილს, "გენკთან" გასამართ მატჩში მოახერხებს.

გიორგი ჩაკვეტაძეს 30 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. მას მუხლის ტრავმა აწუხებდა.

სწორედ ამავე მიზეზით არ მიუღია მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შვეიცარიასთან (0:2) და ირლანდიასთან (0:1)
წაგებულ მატჩებში.

"სტანდარტთან" მატჩისთვის 18-კაციან განაცხადშია გიორგი ქვილითაია, რომელსაც ტრავმის მოშუშების შემდეგ სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული