იური სიომინი: ღმერთი ყველაფერს ხედავს, ჩორლუკას და კვარაცხელიას წესები არ დაურღვევიათ, პენალტი არ იყო

AutoSharing Option
3 აპრილს, საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის "ლოკომოტივი" რუსეთის თასის პირველ 1/2-ფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე დაუზავდა "როსტოვს" (2:2).

კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და 90+6-ე წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან თავურით ააცილა ბურთი კარს, თორემ "ლოკო" გაიმარჯვებდა.

კვარაცხელია 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, აქტიურად ჩაერთო თამაშში. 84-ე წუთზე ხვიჩა თავისი გუნდის დაცვის დასახმარებლად საჯარიმოში ჩავიდა, მასთან და ჩორლუკასთან ბურთისათვის ბრძოლაში ერემენკო წაიქცა და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც პოპოვმა გამოიყენა. არადა, თვითონ რუსი ჟურნალისტები აღიარებენ, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო, ვინაიდან როდესაც კონტაქტი
დაფიქსირდა, ერემენკოს ბურთი უკვე აღარ ჰქონდა.

ამას გაუსვა კიდეც ნამატჩევს ხაზი "რკინიგზული" გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა:"კვარაცხელიას თამაშის წესები არ დაურღვევია. პენალტი არ იყო. ღმერთი ყველაფერს ხედავს".

"ლოკოს" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ თქვა, რომ კვარაცხელია მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 15 მაის როსტოვში გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
უკვე შეიძლება მისი გამოძახება გიბლარტართან. ასეთი რეზერვი არასდროს არ გვქონია და ესენი სასტავს ვერ აყენებენ. 90-იანებში მაგარი სასტავი გვყავდა და მაშინ მეკარეების უვარგისობის გამო ვერ დავდეთ შედეგი, ეხლა ფედერაციის და მწვრთნელის უნიათობის გამო გვაქვს პრობლემები, ასე ვთქვათ ძალით პრობლემები. ჟურნალისტებმა, ეხლა გაახილეს თვალები. 2 წლის წინ რომ აეტეხათ ასეთი ამბავი, ეხლა ახალი ბრძოლისუნარიანი გუნდი გვეყოლებოდა. არც ეხლაა გვიან, ვაისა გაუშვით ოღონდ დროულად, თუ რას ელოდებით, გიბრალტართან წაგებას? არც ეგაა შორს, თუ ღადიკალურ ცვლილებებს არ მიმართავენ შემადგენლობაში. წაგება რავა უნდა ინატრო.
ლევანი
12:54 05-04-2019
0
Kaia kvaracxelias satamasho dro rom edzleva imedia giblatartan fanoidzaxebs vaiisi nakrebshi gabedavastan ertad carmatebebi
Emigranti
14:49 04-04-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული