იური სიომინი: ღმერთი ყველაფერს ხედავს, ჩორლუკას და კვარაცხელიას წესები არ დაურღვევიათ, პენალტი არ იყო

AutoSharing Option
3 აპრილს, საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის "ლოკომოტივი" რუსეთის თასის პირველ 1/2-ფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე დაუზავდა "როსტოვს" (2:2).

კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და 90+6-ე წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან თავურით ააცილა ბურთი კარს, თორემ "ლოკო" გაიმარჯვებდა.

კვარაცხელია 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, აქტიურად ჩაერთო თამაშში. 84-ე წუთზე ხვიჩა თავისი გუნდის დაცვის დასახმარებლად საჯარიმოში ჩავიდა, მასთან და ჩორლუკასთან ბურთისათვის ბრძოლაში ერემენკო წაიქცა და მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც პოპოვმა გამოიყენა. არადა, თვითონ რუსი ჟურნალისტები აღიარებენ, რომ თერთმეტმეტრიანი არ იყო, ვინაიდან როდესაც კონტაქტი
დაფიქსირდა, ერემენკოს ბურთი უკვე აღარ ჰქონდა.

ამას გაუსვა კიდეც ნამატჩევს ხაზი "რკინიგზული" გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა:"კვარაცხელიას თამაშის წესები არ დაურღვევია. პენალტი არ იყო. ღმერთი ყველაფერს ხედავს".

"ლოკოს" გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ თქვა, რომ კვარაცხელია მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 15 მაის როსტოვში გაიმართება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
კაია რო ათამაშებენ))) ნელ ნელა დროს უზრდიან და იმედია შემდეგ ტურში ძირითადში დაიწყებს :)
Tbiliseli
04:40 04-04-2019
1
ისე, რომ იცოდეთ! წესებით, ბურთი მეორე საჯარიმო მოედანშიც რომ იყოს, აქ კი წესებს დაარღვევ, 11-მეტრინი ინიშნება. ასე რომ, "ერემენკოს ბურთი უკვე აღარ ჰქონდა" - დიდი ვერაფერი თავის გამართლებაა. კვარაცხელიას წარმატებებს ვუსურვებ.
alexandre
09:24 04-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული