3 აპრილს, პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში გიორგი გაბედავასა და გიორგი ივანიშვილის "ზაგლებიემ" საკუთარ მოედანზე 4:3 სძლია კრაკოვის "ვისლას".
ისევე როგორც წინა ტურში "მეიდზ ლეგნიცასთან" კვლავ გაიტანა გოლი გაბედავამ, რომელიც სასტარტოში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.
რაც შეეხება ივანიშვილს, განაცხადში არ იყო.
"ზაგლებიე" 24 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა და 6 აპრილს გასვლაზე "იაგელონიას" დაუპირისპირდება.
სოსნოვიეცი. "ლიუდოვი". 4 296 მაყურებელი
ზაგლებიე - ვისლა 4:3
გოლები: 1:0 უდოვიჩიჩი (11), 2:0 გაბედავა (25), 2:1 კოლარი (29), 3:1 უდოვჩიჩი (50), 3:2 ბურლიგა (51), 3:3 პიეტრჟაკი (65, პენ), 4:3 მოზდზენი (85, პენ)