"ზაგლებიემ" თორნიკე გაფრინდაშვილის ტრანსფერიც დაადასტურა

AutoSharing Option
გურამ გიორბელიძის ტრანსფერიდან რამდენიმე საათში "ზაგლებიემ" 24 წლის ქართველი შემტევის თორნიკე გაფრინდაშვილის ტრანსფერიც იუწყა.

პოლონურმა კლუბმა ჩვენებურ ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

გაფრინდაშვილის ბოლო კლუბი ბათუმის "დინამო" გახლდათ, იქამდე კი "გაგრას" ღირსებასაც იცავდა.

ამრიგად, "ზაგლებიეში" ორი ქართველი ლეგიონერი გვეყოლება. პოლონეთის ექსტრაკლასა ახლახანს დაიწყო და პირველ ტურში ჩვენებურების გუნდმა საკუთარ მოედანზე "სლასკთან" ნულოვანი ფრე ითამაშა.

alt"ზაგლებიემ" გიორბელიძის ტრანსფერი იუწყა - შემდეგი გაფრინდაშვილი იქნება

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან აკრეფილი ჰქონდ აფორმა ბოლოს.. იმედია ომახიანად დაიწყებს.. თუმცა უკეთეს გუნდს იმსახურებდა
ილია
17:48 17-07-2022
0
გულდასაწყვეტია რათქმაუნდა რომ ბათუმის დინამოს და თოკოს გზები გაიყარა მაგრამ,მოხარული ვარ თოკოს ამ ტრანსფერით..
მას ნამდვილად ჭირდებოდა მეტი ნდობა ძირითადში,მიუხედავად ნაკლები დროის ის შესანიშნავად შემოდიოდა შეცვლაზე და ეს ფაქტია..წარმატებებს გისურვებთ თორნიკე და მე მჯერა შენ უფრო მეტი შეგიძლია!!!
მეტი შანსიც მოგეცემა ნაკრებში მითუმეტეს ლობჟანიძეს ფაქტობრივად კონკურენტი ამ დროისათვის არ ყავს...
წარმატებები..
შავი კაცი
17:36 17-07-2022
0

სიახლეები პოპულარული