თემურ ქეცბაია და 5 ქართველი? - რას წერს კვიპროსული მედია "ანორთოსისზე"

AutoSharing Option
Goal.com.cy-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" მისვლის შემდეგ სამი ქართველი ფეხბურთელის წაყვანას გეგმავს.

კვიპროსული გამოცემის მტკიცებით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ უკლუბოდ მყოფი თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას კვიპროსულ კლუბში განაგრძობს. დაიწერა, რომ არის შანსი, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" გიორგი ლორიაც გაჰყვეს, დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, ამ სიას გიორგი ნავალოვსკიც ემატება.

32 წლის მარცხენა მცველი 2019 წლის დასაწყისში ბათუმის "დინამოს" შეუერთდა, მანამდე კი მინსკის "დინამოს" ღირსებას იცავდა.

კვიპროსული მედია წერს, რომ თემურ ქეცბაია "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელის პოსტს სეზონის ბოლოს ჩაიბარებს, ხოლო კვიპროსულ კლუბში ამ მომენტისთვის ორი
ქართველი ფეხბურთელი უკვე თამაშობს - ბექა მიქელთაძე და ნიკა კაჭარავა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ აგენტებს რა ვუთხარი თორემ ოქრაიაშვილი უკეთესი გუნდის ღირსი არ არის? დაუნგრიეს კარიერა
დავით 67
05 აპრილი 2019 16:01
4
ნავალოვსკი, ლორია-ოქრიაშვილი და კაჭარავა რომაა ხერხემალი, მიტოა კარგად ნაკრების საქმე. და მაგენის ევროპაზე გაყვანილი გუნდის თუ სჯერა ნეტა ვინმეს? ყანაა, ყანა.

zvare
05 აპრილი 2019 13:05
5
სანდრო შინჯიკაშვილიც წაიყვანე, კარგი ბიჭია. გამოგადგება
ქეცბას ფანი
04 აპრილი 2019 17:29
0
პრაქტიკა მაინც ექნებათ ნაკრების ფეხბურთელებს და ევრო ტურნირებზეც ითამაშებენ. სულ ეს ვართ რაც ვართ სამწუხაროდ:(
გოგა
04 აპრილი 2019 16:59
2
Gasagebia ratom ar tamashobda Navalovski Batumshi
GEPRGIAN FCDB
04 აპრილი 2019 15:58
1
მართალია მე-2 ბუნდესლიგა უფრო ძლიერია, თუმცა, ქეცბაია გუნდს ლიგაზე გაიყვანს და იქ თამაშიც მომხიბვლელია
ბარსუკი
04 აპრილი 2019 13:33
3
ლორია უფრო ძლიერ ჩემპიონატშია, თუნდაც მე-2 ბუნდესლიგა. არ უნდა წავიდეს.
მერაბი
04 აპრილი 2019 12:44
4
კი აბა რა. 1 თვეში რომ მესამეში იქნება ეგ არაფერი?
odala
04 აპრილი 2019 18:54
4
5 Kaci es ukve birjaa!
Kika
04 აპრილი 2019 12:40
2
თუ კი ეს პროექტი მართლაც განხორციელდება, მე ძალიან გამიხარდება, რადგან ისეთი კვლიფიციური მწვრთნელის ხელში, როგორიც თემურ ქეცბაიაა, იქნება 4, შეიძლება 5 ნაკრების წევრი რაც ძალიან წაადგება ნაკრების ხერხემლის სტაბილურობას.
გიზოგ
04 აპრილი 2019 12:22
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული