ლევან ხარაბაძემ ციურიხულ დერბიში საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს, შვეიცარიის ჩემპიონატის 28-ე ტურში "გრასჰოპერსისა" და ლევან ხარაბაძის "ციურიხის" მატჩი 1:1 დასრულდა.

ხარაბაძემ ამ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა. ლევანმა შეუცვლელად ითამაშა, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ხარაბაძის ანგარიშზე ქვეყნის პირველობის 11 მატჩში 1 გოლი და 3 საგოლე პასია.

"ციურიხი" 34 ქულით მე-5 ადგილზეა და 14 აპრილს "იანგ ბოიზს" უმასპინძლებს.

ციურიხი. "ლეტციგრუნდი"
გრასჰოპერსი - ციურიხი 1:1
გოლები: 0:1 გესეი (30), 1:1 რავეტი (48)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული