ლევან მჭედლიძემ "ემპოლიში" ორთვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

AutoSharing Option
7 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "უდინეზესთან".

მატჩი ფრიად დაძაბული გამოვიდა. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 3:2-ს იგებდნენ, 63-ე წუთზე კი მსაჯმა მათი გუნდის მცველი ზეგელაარი გააძევა და კაცნაკლულნი დარჩნენ.

72-ე წუთზე "ემპოლიში" შეცვლაზე შევიდა მჭედლიძე, რომელსაც ტრავმის გამო 2 თვე გაუცდა. დარჩენილ დროში სტუმრები ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ და ანგარიში ვერ შეცვალეს.

"ემპოლის" 28 ქულა აქვს, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 15 აპრილს ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება.

უდინე. "დაცია არენა". 20 000 მაყურებელი
უდინეზე-ემპოლი 3:2
გოლები:
0:1 კაპუტო (11), 1:1 დე პაული (14), 1:2 კრუნიჩი (24), 2:2 დე პაული (41, პენ), 3:2 მანდრაგორა (45)
გაძევება: ზეგელაარი (63, უდინეზე)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული