კაშია ტრავმირებულია, ყაზაიშვილი სკამზე - "სან ხოსემ" ამ სეზონში პირველად მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
7 აპრილს, MLS-ის მორიგ ტურში "სან ხოსემ" "პორტლენდი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

გურამ კაშიას ტრავმა აქვს და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ამერიკული astwordonsoccer.com-ის ინფორმაციით, ქართველ მცველს ფეხი აქვს დაზიანებული და რამდენიმე კვირას იუქმებს.

ვაკო ყაზაიშვილი კი მოედანზე 76-ე წუთზე გამოვიდა, როდესაც სამივე გოლი უკვე გასული იყო.

ქართველ შემტევს ერთი ძალიან კარგი მომენტიც ჰქონდა, როდესაც ცრუმოძრაობებით რამდენიმე მეტოქეს გასცდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.


ეს "სან ხოსეს" პირველი გამარჯვებაა მიმდინარე სეზონში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაკოს მემგონი მოტივაცია აკლია. ის თამაშობს მდორედ უფრთხილდება ფეხებს და შედეგიც სახეზეა. ფაქტიურად ორთაბრძოლებში არ შედის, შესაბამისად ტრამვა არც მიუღია მცირედიც კი უკვე რამდენი წელია!
gigo
14:07 08-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული