ყაზახურმა გამოცემა Sports.kz-მ "ტობოლის" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
ქართველი ფეხბურთელის კლუბმა გასულ ტურში "აქტობე" დაამარცხა (2:1), კვეკვესკირმა კი შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელის კლუბმა გასულ ტურში "აქტობე" დაამარცხა (2:1), კვეკვესკირმა კი შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა.
გარდა ამისა, Instant-ის რეიტინგით, მან მაქსიმალური ქულა - 300 დაიმსახურა. ნიკამ მიიღო მონაწილეობა მეორე გოლშიც - მის წამოწყებულ იერიშს თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომლითაც შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა.