39 წლის ხავიმ შოთა არველაძის "ფახთაქორს" დუბლი შეუსრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 აპრილს, აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში შოთა არველაძის "ფახთაქორმა" ყატარული "ალ სადი" მიიღო და ფრედ, 2:2 ეთამაშა.

ყატარელთა რიგებში დუბლი ლეგენდარულმა ჩავი ერნანდესმა შეასრულა და ამისთვის 8 წუთი დასჭირდა. ესპანელმა მატჩის მე-8 და მე-16 წუთებზე შეძლო გოლის გატანა.

შეხვედრის შემდეგ მასპინძელთა ქართველმა დამრიგებელმა შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა.

"შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ჩავი ფანტასტიკური ფეხბურთელია. მათ რიგებში რამდენიმე ვარსკვლავია, ჩავი კი საფეხბურთო ლეგენდაა. მას გოლები იკერ კასილასისთვის და სხვა დიდი მეკარეებისთვისაც აქვს გატანილი. ამიტომ ჩემს მეკარესთან პრობლემა არ მაქვს", - განაცხადა
მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ.

"ფახთაქორი" 3 მატჩის შემდეგ 1 მოგებითა და 2 ფრით ჯგუფის ლიდერია და შემდეგ შეხვედრაში კვლავ "ალ სადის", ამჯერად სტუმრად შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯდუფიდან თუ გავიდა წესით უკვე უფრო სერიოზული კლუბები დაინტერესდებიან, თანაც უზბეკეთის ნუ ახლად დაწყებულ ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. ეს უცხო კაცი მივიდა შუა აზიაში და ნახეთ როგორ განვითარდა კლუბი მის ხელში. მგონია რომ ამ ყველაფერს შეამჩნევენ უფრო აქეთ დასავლეთისკენ და ინტერესსაც გამოხატავენ. ისე კი მის კლუბს რომ გადახედო მხოლოდ ორი ლეგიონერი ყავს, ერთი სერბი და ერთი ალბანელი.
ილარიონი
13:17 10-04-2019
0
ეს ჩავია და მორჩა.შეიძლება იმდენს ვეღარ დარბის,მაგრამ ოსტატობა არ ქრება.ისე ფახთაქორმაც მშვენიერი გოლები გაიტანა.
ადმინ,თქვენს საიტს,ამ ბოლო ხანებში,ერთი სტატიიდან სხვაზე ავტომატურად გადასვლა დასჩემდა.წესიერად წაკითხვას ან პოსტის დაწერას არ გაცდის.ძალიან უხერხული გახდა საიტის მოხმარება.სანამ ამ პოსტს ვწერ,სამჯერ გადამიხტა სხვა სტატიაზე და დროც გაცილებით მეტი მეხარჯება,თანაც ჩამოტვირთვაც შენელებულია.
სოსო
12:01 11-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული