ხვიჩა კვარაცხელიას მამა: ჩემს შვილს "ლევერკუზენი" და "დორტმუნდი" იწვევდნენ

AutoSharing Option
რუსული გამოცემა sport-express.ru მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მის მამას, "რუსთავის" მთავარ მწვრთნელს, ბადრი კვარაცხელიას ესაუბრა.

მისი თქმით, ხვიჩას მხოლოდ "ლოკომოტივი" არ იწვევდა, ახალგაზრდა ტალანტის გადაბირება "ლევერკუზენს" და "დორტმუნდსაც" სურდათ.

"მე კარიერა აზერბაიჯანში დავასრულე. ხვიჩამაც ფეხბურთის თამაში იქ დაიწყო, პირველი პროფესიონალური ვარჯიში კი საქართველოში ჩაატარა. 11 წლის ასაკში თბილისის "დინამოში" აღმოჩნდა.

ხვიჩა სკოლას წელს ამთავრებს. სწავლა უყვარს, თუმცა მისი მთავარი მოწოდება ყოველთვის ფეხბურთი იყო. თავისუფალ დროსაც მუდმივად ფეხბურთს თამაშობდა, იღებდა ბურთს და ეზოში გარბოდა.

"დინამოსთან" ორწლიანი
კონტრაქტი ჰქონდა. კლუბმა ახალი, სამწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, თუმცა ეს არ გვსურდა. ამის გამო მას მოედანზე აღარ უშვებდნენ და ნახევარი წელი უსაქმოდ გაატარა, არადა, 16 წლის ასაკში "დინამოს" მთავარ გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი "რუსთავში" წავიდა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მან კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა, პირიქით, დარჩენა ჩვენ არ გვსურდა.

"ლოკომოტივი" ერთადერთი ვარიანტი არ ყოფილა. მისით "ლევერკუზენი", დორტმუნდის "ბორუსია" და სხვა კლუბები ინტერესდებოდნენ, მაგრამ ჩემმა მეგობარმა, ქართველმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა გვირჩია, რომ "ლოკომოტივი" აგვერჩია. დავუჯერე, რადგან ის ჩემი ოჯახის მეგობარია.

ხვიჩას თავად სურდა აქ თამაში, თქვა, რომ "ლოკო" ძალიან ძლიერი კლუბია და აქ ვარჯიში სურდა. ჩვენ ნახევარწლიან ხელშეკრულებაზე შევთანხმდით. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

18 წლის ასაკამდე კონტრაქტის გაფორმება შეუძლებელი იყო. "ლოკომოტივთან" მოლაპარაკებებს 2-3 თვის განმავლობაში ვაწარმოებდით, მაგრამ არცერთი წამით არც მე და არც ხვიჩას უარი არ გვითქვამს, რადგან ეს ძლიერი რუსული კლუბია, თან რუსეთი შორს არ არის და ჩემს შვილთან ჩამოსვლა ნებისმიერ დროს შემიძლია.
იური სიომინი ამ ტრანსფერით პირადად იყო დაინტერესებული, ის დიდხანს აკვირდებოდა ხვიჩას. მე სიომინს აზერბაიჯანიდან ვიცნობ და მოხარული ვარ, რომ ჩემი შვილი ასეთი დონის მწვრთნელთან მუშაობს, მისგან ბევრს ისწავლის. ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა ნამდვილად დაიმსახურა ის დრო, რასაც სიომინი აძლევს.

ხვიჩა საკუთარი არჩევანით კმაყოფილია და მას ყველაფერში მხარს ვუჭერ. თუ "ლოკო" მას კონტრაქტს შესთავაზებს, გადაწყვეტილებას ის საკუთარ აგენტთან ერთად მიიღებს. ეს რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, უდიდესი ისტორიით. მინდა აქ დარჩეს და პროგრესი განაგრძოს, მაგრამ ვიმეორებ: ხვიჩამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვურ კლუბში იჯარის წესით "რუსთავიდან" გადავიდა. მან მცირე დროში რუსეთის პრემიერლიგაში 3 მატჩის გამართვა მოასწრო, "ზენიტთან" შეხვედრა (1:1) კი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
დორტმუნდი იწვევდა, ლევერკუზენი...რიჟა ბაზარი)
gio
10 აპრილი 2019 15:38
14
რუსეთის ჩრემპიონატი თურმე გერმანიის ჩემპიონატს ჯობია
mikheil kopaleishvili
10 აპრილი 2019 15:44
6
კვარა დარწმუნებული ვარ შენისთანა შრომისმოყვარე იქნება შენი ბიჭი. წარმატებას ვუსურვებ მას ოჯახის და სამშობლოს სასახელოდ!
G.A.L.
10 აპრილი 2019 16:21
0
წავიდა ქართული გაბუქება. დააყენეს მტვერი. აბა თქვენ იცით, წინ 'დესნაა'.
odala
10 აპრილი 2019 17:50
11
და კიდო ბარსელონა . . .
ქუთაისი
10 აპრილი 2019 16:13
7
ყველა ქართველ ფეხბურთელს დორტმუნდი როგორ იწვევს))))) ქეცბოს ხო არ ნიშნავენ მანდაც?)))) ნუ ბაქიბუქობთ, არავის აღარ გვჯერა მაგეების ))))
Tbiliseli
10 აპრილი 2019 19:54
5
ასეთი უმადურობა ძნელი გასახსენებელია. დინამო 16 წლის ფეხბურთელს კონრტაქტს სთავაზობდა და არმივიღეთო მეტი რაუნდოდა ლოკოში გადასვლას კი საშვალო დონის ევროპული კლუბი მირჩევნია. წავიდა იქ სადაც ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს აფუჭებენ და ფულის სანაცვლოდ იმონებენ. ყველაფერი ჩემი აზრი[ მამამისის ბრალია
ნიკა კ
10 აპრილი 2019 16:37
20
ამბობდნენ რეალსაც უნდოდა, ნეტავ რატომ არ წავიდა რეალში?
reali
10 აპრილი 2019 17:23
13
Dinamo da ara marto dinamos ramdeni bavshvi yavt gafuchebuli da dadziruli kontraqtis gagrdzelebaze uars rom ambobdnen da amboben. Fulis monebi ar unda iyot tu karg saqmes aketebt bolomde gaaketet da axalgaxrdebs nu cdilobt momavals gafuchebas
Emigranti
10 აპრილი 2019 16:30
10
მერე შე დალოცვილო, დორტმუნდი თუ იწვევდა მოსკოვის ლოკომოტივში რამ გაგაშვებინა???
barba
11 აპრილი 2019 07:23
1

სიახლეები პოპულარული