დავით ხოჭოლავა: შეცდომას ყველა უშვებს; მთავარია, ისეთი შეცდომა არ დაუშვა, რომელსაც გოლი მოჰყვება

AutoSharing Option
იმდენი აკრიტიკეს "შახტარის" ქართველი ცენტრბეკი დავით ხოჭოლავა, სანამ მაგრად არ ათამაშდა და ზედიზედ სამჯერ არ შეიყვანეს უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში. "ზორიასა" და "დნიპროსთან" მომავალი მატჩების წინ მან კლუბის საიტს მცირე ინტერვიუ მისცა.

- დავით, გაუძლებთ კი ერთ კვირაში ორ ემოციურად დატვირთულ მატჩს?
- ვფიქრობ, გავუძლებთ. მოშვების დრო არა გვაქვს. პირველი ორი დღე აღდგენა გაგვიჭირდა, მაგრამ "ზორიასთან" შეხვედრას 100%-ით მზად შევხვდებით.

- იმის გათვალისწინებით, რომ სამი დღის შემდეგ სათასო მატჩი გაქვთ, როტაციას უნდა ველოდოთ?
- ეს ჩვენი კი არა, მწვრთნელის გადასაწყვეტია. ვისაც ათამაშებენ, მაქსიმალურად
მზად იქნება და გუნდს დაეხმარება.

- რაში მდგომარეობს "ზორიას" პლუსები?
- სისწრაფეში, კონტრშეტევებში, ინდივიდუალურად ძლიერ ფეხბურთელებში. მთლიანობაში კარგი გუნდია. მძიმე დაპირისპირება გველის.

- როგორ მდგომარეობაშია "შახტარი"? ყველა ვაჯიშობს, თუ არ ჩავთვლით მარლოსს?
- დიახ, თითქმის ყველა ჯანმრთელადაა. თამაშის წინ პრობლემა არავის ექნება.

- არ გეშინიათ, "დინამოსთან" დაშვებული შეცდომები გაიმეოროთ, რომლის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება მოგიწიათ? "ოლეკსანდრიასთან" შესამჩნევი იყო შეცდომები...
- მთავარია, გავიტანოთ და არ გავუშვათ. ჩემი აზრით, შეცდომას ყველა უშვებს. მნიშვნელოვანია, შეცდომები უხეში არ იყოს და გოლი არ მოჰყვეს.

- როგორ გადაუხადეთ მეკარე პიატოვს მადლობა თერთმეტმეტრიანების სერიაში თავის გამოჩენისათვის?
- სამი დღე გმირს ვუძახდით. კიდევ ერთხელ მადლობა, ანდრეი! გადაგვარჩინა და გუნდს ძალიან დაეხმარა. ეს მისი სამუშაოა.

- რამდენად კმაყოფილი ხარ, ნახევარფინალში მეტოქედ "დნიპრო" რომ შეგხვდათ?
- ნახევარფინალში სუსტი გუნდი ვერ გავა. ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში რთული შეხვედრა გველის. არ უნდა მოვეშვათ და ნახევარი ძალით არ უნდა ვითამაშოთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები, კარგი მცველი კარგ გუნდში თამაშობს
irakli
14:47 12-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული