საფეხბურთო კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა Sport24-თან ინტერვიუში მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"როცა თბილისში ვიყავი, საფეხბურთო წრეებიდან ადამიანები ხვიჩა კვარაცხელიაზე მიყვებოდნენ. პრინციპში, მასზე უფრო ადრეც მიყვებოდნენ. მეუბნებიან: "შენ უბრალოდ არ იცი, რა ფეხბურთელია ხვიჩა! მას 18 წელი თებერვალში შეუსრულდა, მაგრამ გასულ წელს "ბენფიკას" წარმომადგენელი იყო მის აგენტთან ჩამოსული და 1 მლნ ევროს და შემდგომი გაყიდვიდან 10 პროცენტს სთავაზობდა".
"ლოკომოტივში" ასეთი ისტორია აქვს: ერთ-ერთ ვარჯიშზე მან ჩორლუკას ორჯერ ფეხებს შორის გაუტარა ბურთი. ეს არაკორექტულად ითვლება, როცა 18 წლის
ბიჭი გუნდის ლიდერს და კაპიტანს ასეთ რამეს უკეთებს. ამბობენ, მასთან კვირკველია მივიდა და უთხრა: "ხვიჩა, კიდევ ერთხელ იზამ ამას და ჩორლუკა არასწორად გამოეხმაურება".
იცით, რა გააკეთა ხვიჩამ? მომდევნო ჯერზე მან ბურთი ზედ გადაატარა, ფეხებს შორის კი არა, ზედ გადაატარა და გვერდიდან მოუარა", - თქვა არუსტამიანმა.