კარიერის პირველი გაძევება - გიორგი ხარაიშვილს "იურგორდენთან" მატჩში წითელი უჩვენეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აპრილს, შვედეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "იურგორდენთან".

ამ მატჩში ხარაიშვილმა 55-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 67-ე წუთზე კი მოედნის ცენტრში ბურთზე ბრძოლისას მეტოქე წააქცია, მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

ეს ხარაიშვილისთვის კარიერაში პირველი გაძევებაა.

"გეტებორგი" 3 ქულით მესამე ადგილზეა და 22 აპრილს "ჰელსინგბორგს" უმასპინძლებს. ამ შეხვედრას გიორგი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

სტოკჰოლმი. "ტელე2 არენა". 13 595 მაყურებელი
იურგორდენი - გეტებორგი 2:1
გოლები: 1:0 ულვესტადი (50), 1:1 ნიგრენი (82), 2:1 ტურაი (88)
გაძევება: ხარაიშვილი
(67)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული