დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგის 24-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
ფოტო: gabalafc.az

"გაბალას" ქართველი თავდამსხმელი დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგის 24-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

მან გასულ ტურში, "კეშლასთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა.

ეს დავით ვოლკოვის მეორე სიმბოლურია მიმდინარე სეზონში. მან იგივე აღიარება პრემიერლიგის მე-16 ტურშიც დაიმსახურა.

23 წლის თავდამსხმელი "გაბალას" მოთამაშე ზამთარში გახდა. 2018 წლის სეზონში ის "საბურთალოს" ღირსებას იცავდა.


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული