ოთარ კაკაბაძე "ლუცერნის" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა

AutoSharing Option
23 აპრილს, ოთარ კაკაბაძის "ლუცერნი" თასის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "თუნთან" და გათამაშებას გამოეთიშა.

ოთარ კაკაბაძე, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, ნოემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში და შეუცვლელად ითამაშა. 20 აპრილს, ჩემპიონატის მატჩში "სენტ გალენთან" ის 90+4-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ლუცერნი. "სვისპორარენა". 12 064 მაყურებელი
ლუცერნი - თუნი 0:1
გოლი: გელმი (80)

თუმცა, თასის ფინალში შეიძლება ლევან ხარაბაძემ იასპარეზოს - მისი "ციურიხი" მეორე ნახევარფინალში, 25 აპრილს "ბაზელს" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული