ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონი გახდა.

27 აპრილს, მადიართა პირველობის 30-ე ტურში მართალია, დვალის გუნდი "ჰონვედთან" 2:3 დამარცხდა, მაგრამ უახლოესი მდევარი "ვიდეოტონი" ფრეს (1:1) დასჯერდა "პუშკაშ აკადემიასთან" და ოქროს მედლებს ვეღარ შეეცილება.

ლაშა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პოლონური "პოგონიდან" გადავიდა ბუდაპეშტურ გუნდში, უმალ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან ერთი გოლიც გაიტანა, მაგრამ რიკოშეტის გამო ავტოგოლად "პაკშის" მცველს ჩაუთვალეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ და ბევრი წარმატებები ლაშას
ბაჩი
12:24 29-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული