გიორგი ხარაიშვილის გოლი და რა გოლი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 აპრილს, შვედეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში თავი "გეტებორგის" ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა გამოიჩინა.

ხარაიშვილმა აიკ-თან მატჩში 30 მეტრიდან, საჯარიმოდან შესანიშნავი გოლით ანგარიში გახსნა, შემდეგ კი კარლსონ-ლაგემირმა მისი პასით მეორე გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში გიორგიმ 27 შეხვედრაში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ამ სეზონში კი - ერთხელ.

"გეტებორგი" 10 ქულით მე-5 ადგილზეა და 4 მაისს სტუმრად "სირიუსს" შეხვდება.

გეტებორგი. "გამლა ულევი". 15 311 მაყურებელი
გეტებორგი - აიკ 3:0
გოლები: ხარაიშვილი (45+1), 2:0 კარლსონ-ლაგემირი (65), 3:0 აბრაჰამი (81)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ავანტიურული იდეის იდეალური შესრულება
0
ვაისს ანახეთ ამ ბიჭის თამაშები იქნებ გაახსენდეს რომ საქართველოს ყავს ერთი კარგი შემტევი ფეხბურთელი!!!
იაგო
10:12 02-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული