29 აპრილს, შვედეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში თავი "გეტებორგის" ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა გამოიჩინა.
ხარაიშვილმა აიკ-თან მატჩში 30 მეტრიდან, საჯარიმოდან შესანიშნავი გოლით ანგარიში გახსნა, შემდეგ კი კარლსონ-ლაგემირმა მისი პასით მეორე გოლი გაიტანა.
გასულ სეზონში გიორგიმ 27 შეხვედრაში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ამ სეზონში კი - ერთხელ.
"გეტებორგი" 10 ქულით მე-5 ადგილზეა და 4 მაისს სტუმრად "სირიუსს" შეხვდება.
გეტებორგი. "გამლა ულევი". 15 311 მაყურებელი
გეტებორგი - აიკ 3:0
გოლები: ხარაიშვილი (45+1), 2:0 კარლსონ-ლაგემირი (65), 3:0 აბრაჰამი (81)