სამწუხარო ცნობა - გიორგი ჩაკვეტაძე ევრო 2020-ის 2 მატჩში "ჯვაროსნებს" ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ოპერაციას მიმდინარე კვირაში გაიკეთებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური სააგენტო hln.be ავრცელებს.

გამომდინარე აქედან, ჩაკვეტაძე "გენტს" "მეხელნთან" თასის ფინალში ვერ დაეხმარება, რომელიც პირველ აპრილს, ჩვენი დროით 16:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დეკემბერში მუხლზე მიღებული ტრავმის შემდეგ გრძელვადიანი რეაბილიტაცია გაიარა და მოედანს დაუბრუნდა.

თუმცა 21 აპრილს, "ანდერლეხტთან" მატჩში იმავე მუხლზე მიიღო დაზიანება. თავდაპირველი მონაცემებით, მდგომარეობა საგანგაშო არ ჩანდა, თუმცა დამატებითმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ჩაკვეტაძეს ჯვარედინი მყესების ოპერაცია სჭირდება.

მსგავსი ოპერაციის
შემდეგ მოედანზე დაბრუნების ვადა მაქსიმუმ 6 თვეა. თუ ამ ინფორმაციით ვიმსჯელებთ, მაშინ ჩაკვეტაძე "გენტს" მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.

ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ახალგაზრდა ტალანტი ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებში.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს საქართველოს ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიას შეხვდება.

kaagentfans.be-ს ინფორმაციით, აღნიშნულით ტრავმა გიორგი ჩაკვეტაძის ამ ზაფხულს სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
გიბრალტარს წესით უმაგისოდაც უნდა მოუგოთ, დანიასთან კი ითამაშებს თუ არა ისედაც უშანსოდ ვართ
giorgi
30 აპრილი 2019 15:36
7
იმდენი ილაპარაკეს, რომ "გათვალეს" ეს ბიჭი. ყოველთვის მოვლენებს უსწრებთ რა!
FF
30 აპრილი 2019 15:31
0
100%
T.q
30 აპრილი 2019 18:06
0
რაზე მეშლება ნერვები...ყველა დროის საქართველოს სიმბოლური ნაკრების თერთმეტეულის გამოკითხვისას ძალიან ბევრი 11 კაცში ჩაკვეტაძესაც ასახელებდა, სულ რაღაც 7 მატჩით!!! არადა მაგ სტადიაშივე "მოტყდა" ყენიაც რომელიც ჩაკვეტაძეზე არაფრით იყო ნაკლები, ახსოვს ახლა ვინმეს ყენია?! უადგილოდ ახმაურდა მთელი საქართველო ამ ბიჭით, ვაცალოთ ჩვეოჯახაშენებულებო გაზრდა და განვითარება. ......
:( :(
30 აპრილი 2019 17:16
3
ხელოვნურ მოედანზე რომ იამაშეს ყაზახეთში და ლატვიაში, იმის მერე ბევრმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა.
ქართველი გულშემატკივარი
30 აპრილი 2019 15:01
16
ვინ?
ლაშა
30 აპრილი 2019 16:01
0
ეს არის სამწუხარო რეალობა - აშკარად ფიზიკურად აქვს პრობლემა, არადა ძალიან კარგია, თუ ტრავმიანობამ ხელი არ შეუშალა. მაგრამ სულ ვიღაცა გვაკლება და ამიტომ მის გარეშეც უნდა ვიბრძოლოთ. გუნდია მთავარი, თორემ მარტო ერთს კაცზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული
:))))
30 აპრილი 2019 14:47
1
გაუჩალიჩეს კიდე 1 სეზონი რომ დარჩეს?
ქუთაისელი
30 აპრილი 2019 14:23
11
ძალიან სამწუხაროა...
ირაკლი
30 აპრილი 2019 14:23
0
გიბრალტარს,წესით,გიორგის გარეშეც უნდა მოვუგოთ,ხოლო დანიასთან,ალბათ მასთან ერთადაც მცირე შანსი გვექნებოდა.ასე რომ,მთავარია მისი რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდეს და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს.
სოსო
30 აპრილი 2019 14:15
0
მეთქი ერთა ლიგის 2 თამაშს ტოვებს ;დ
l
30 აპრილი 2019 14:05
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული