საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ოპერაციას მიმდინარე კვირაში გაიკეთებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური სააგენტო hln.be ავრცელებს.
გამომდინარე აქედან, ჩაკვეტაძე "გენტს" "მეხელნთან" თასის ფინალში ვერ დაეხმარება, რომელიც პირველ აპრილს, ჩვენი დროით 16:30 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დეკემბერში მუხლზე მიღებული ტრავმის შემდეგ გრძელვადიანი რეაბილიტაცია გაიარა და მოედანს დაუბრუნდა.
თუმცა 21 აპრილს, "ანდერლეხტთან" მატჩში იმავე მუხლზე მიიღო დაზიანება. თავდაპირველი მონაცემებით, მდგომარეობა საგანგაშო არ ჩანდა, თუმცა დამატებითმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ჩაკვეტაძეს ჯვარედინი მყესების ოპერაცია სჭირდება.
მსგავსი ოპერაციის
შემდეგ მოედანზე დაბრუნების ვადა მაქსიმუმ 6 თვეა. თუ ამ ინფორმაციით ვიმსჯელებთ, მაშინ ჩაკვეტაძე "გენტს" მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.
ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ახალგაზრდა ტალანტი ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებში.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს საქართველოს ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიას შეხვდება.
kaagentfans.be-ს ინფორმაციით, აღნიშნულით ტრავმა გიორგი ჩაკვეტაძის ამ ზაფხულს სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.