სამწუხარო ცნობა - გიორგი ჩაკვეტაძე ევრო 2020-ის 2 მატჩში "ჯვაროსნებს" ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ოპერაციას მიმდინარე კვირაში გაიკეთებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური სააგენტო hln.be ავრცელებს.

გამომდინარე აქედან, ჩაკვეტაძე "გენტს" "მეხელნთან" თასის ფინალში ვერ დაეხმარება, რომელიც პირველ აპრილს, ჩვენი დროით 16:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დეკემბერში მუხლზე მიღებული ტრავმის შემდეგ გრძელვადიანი რეაბილიტაცია გაიარა და მოედანს დაუბრუნდა.

თუმცა 21 აპრილს, "ანდერლეხტთან" მატჩში იმავე მუხლზე მიიღო დაზიანება. თავდაპირველი მონაცემებით, მდგომარეობა საგანგაშო არ ჩანდა, თუმცა დამატებითმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ჩაკვეტაძეს ჯვარედინი მყესების ოპერაცია სჭირდება.

მსგავსი ოპერაციის
შემდეგ მოედანზე დაბრუნების ვადა მაქსიმუმ 6 თვეა. თუ ამ ინფორმაციით ვიმსჯელებთ, მაშინ ჩაკვეტაძე "გენტს" მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება.

ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ახალგაზრდა ტალანტი ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარება ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებში.

შეგახსენებთ, რომ 7 ივნისს საქართველოს ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიას შეხვდება.

kaagentfans.be-ს ინფორმაციით, აღნიშნულით ტრავმა გიორგი ჩაკვეტაძის ამ ზაფხულს სხვა კლუბში გადასვლის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
მრწვთნელის ხიტრული ხოდი ხომ არ არის?
ასეთი ტრამვა ეცოდინებოდათ თავიდანვე
თენგო
01 მაისი 2019 12:02
2
რას ნიშნავს "ხიტრული ხოდი"? განა რა დონის ვარსკვლავია ჩაკვეტაძე,რომ მეტოქემ სათამაშო სქემები ააწყოს მაგისი მონაწილეობით,ან უმაგისოდ? უდავოდ ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდაა,მაგრამ რაღაც მეგავარსკვლავის ფუნქციებს უთავსებთ (გონებაში თქვენთვის)
გელა 67
02 მაისი 2019 08:38
0
აქ ზოგიერთი ამბობს, რომ ერთ ფეხბურთელზე არ უნდა იყოს გუნდი დამოკიდებულიო. კი ბატონო მაშინ ბევრი უნდა გყავდეს ტალანტი, მაგრამ ბრაზილია პელესთან ერთად გახდა სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ვერც არგენტინა გახდებოდა მარადონას გარეშე 86-ში და ვერც საფრანგეთი ზიდანის გარეშე. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის გიორგის სწორი მკურნალობა და სრული გამოჯანმრთელება.
ლაშა
01 მაისი 2019 09:54
0
ჯვარედინ მყესებს არაგერი არ შველის უოპერაციოდ. მაგ გუნდის ექიმები ალქიმიკოსობენ რაღაცას. ადრე ჩვენმა ფედერაციამაც განაცხადა - გიოს მუხლის მდგომარეობას გვიმალავენო. ეგრევე უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია. ამდენი ხანი აწვალეს ბიჭი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამდენი დრო დააკარგიმეს და ფორმიდან რამდენი ხნით ამივარფა - ვინ იცის.
ჯეკო
30 აპრილი 2019 18:04
0
აბა ჟურნალისტებო კიდევ რომელი გუნდები იწვევენ?იბაქიბუქეთ,არ აცალოთ კაცს გონზე მოსვლა კაცს.
55555
30 აპრილი 2019 17:46
16
დანიას მაინც ვერ მოვუგებთ, შვეიცარიას ვერ მოვუგებთ, ირლანდიას ვერ მოვუგებ. თქვენ გულშემატკივარი ხართ საერთოდ ბატონო სოსო? თუ ფედერაციაში მუშაობთ და წინასწარ თავს იზღვევთ, რადგან იცით რომ სასტავი არ განახლდება. მგონი პირიქით ოპტიმისტურად უნდა იყოთ განწყობილი და ნაკლოვანებებზე ამახვილებდეთ ყურადღებას. ასეთია ჭეშმარიტი გულშემატკივარი
vasia
30 აპრილი 2019 17:29
6
ეჰ ვასია,ვასია!ოპტიმიზმი კარგი რამეა,მაგრამ ეგეც ზომიერი უნდა.ალექსანდრე ჩივაძის ფორმაციის ნაკრები,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა,მაგრამ ინგლისთან და გერმანიასთან დამარცხებებს გადააყოლეს მწვრთნელი.მას შემდეგ წავედით და წავედით დაღმართზე,მაგრამ ყოველ მომდევნო ციკლში ისევ ჯგუფში გამარჯვების შანსებზე ვლაპარაკობთ და სამი ტურის შემდეგ ყველაფერს ვამთავრებთ.ირლანდიასა და შვეიცარიაზე,მე არაფერი მითქვამს,თუმცა შვეიცარიასთან შანსი რომ არ გვაქვს,იმ თამაშმაც აჩვენა.ირლანდიისაგან განსხვავებით დანიასთანაც მცირე შანსები გვაქვს და სწორედ ეს აღვნიშნე.შეხედეთ მათ შემადგენლობებს,ვინ სად თამაშობს და შემდეგ ჩვენებისა შეადარე,თან ბევრი იქაც ვერ ხვდება ძირითადში.ბრძოლის წყურვილს ვერ დავუკარგავ ჩვენს ბიჭებს,მაგრამ ყველაფერს რომ თავი გავანებოთ,ხომ ვნახეთ,რომ ფიზიკური მომზადებით,ერთ ტაიმზე მეტს ვერ ვძლებთ,ჩვენი დაცვის ცენტრი კი ყაზახებსაც ვერ უმკლავდებოდა მაღალ ბურთებზე და დანიასთან რაღა მოხდება,ღმერთმა იცის.სპორტსმენი,რომელიც 100 კილოგრამს ეწევა,შესაძლოა 101 კილოს გაუმკლავდეს,ვთქვათ 102 -საც,მაგრამ თუ 120-ს მოსთხოვ,ტრავმას მიიღებს და მთლიანად დაჰკარგავ.ასე გვემართება ყოველ ჯერზე და მაინც იგივეს ვიმეორებთ.დღეს კოლია დერიუგინის იუბილეა.მაშინ კალათბურთში გუნდები დაწყვილებულად 2-2 თამაშს თამაშობდბნენ და როცა ცსკას ვხვდებოდით,მთელი ქალაქი ფეხზე იდგა.ცსკაში 12 ვე კალათბურთელი სსრკ ნაკრების წევრი,ან კანდიდატი იყო,ჩვენ კი მაქსიმუმ 7 კაცს ვუპირისპირებდით მათ და პირველ თამაშს დაუჯერებელი თავგანწირვისა და გულშემატკივრობის ფასად ვიგებდით კიდეც.მეორე დღეს,განმეორებით თამაშში,ჩვენ ყოველთვის დიდი ანგარიშით ვმარცხდებოდით,მაგრამ ამაზე ბიჭებს საყვედურს არავინ არ აკადრებდა.უბრალოდ ყველას ესმოდა,რომ რასაც ეს ბიჭები აკეთებდნენ,მასზე მეტის გაკეთება,უკვე შეუძლებელი იყო.აქაც იგივე შემთხვევაა.შეაფასე სიტუაცია საღად და ისე მოითხოვე კონკრეტული შედეგი/გულშემატკივრობა კი თავის დროზე ყელის გახევამდე ბღავილი,თავის დროზე კრიტიკა და თავის დროზე მოფერებაა.როცა კარგად თამაში გამოსდით,მაშინ ქებით ცაში აყვანა და მეორე წამს დედის გინება,გულშემატკივრობა ნამდვილად არ არის.ჩვენი ფანები კი უმეტეს შემთხვევაში საუბედუროდ სწორედ ასე იქცევიან.თუ არ გჯერა,გადახედე პოსტებს და ჩემზე გაცილებით მეტად გასაკრიტიკებელ პოსტებს,უამრავს ნახავ.ვიმეორებ კაცს თუ გუნდს,იმაზე ბევრად მეტი არ უნდა მოსთხოვო,ვიდრე მას შეუძლია,თორემ გატყდება და რაც მანამდე შეეძლო,იმასაც ვეღარ გაგიკეთებს.
ისე თუ გაინტერესებს,ვარ ინჟინერის განათლებით, უმუშევარი,რომლიც თავს საკუთარი ვენახის შემოსავლით ინახავს და რომელიც ორი საათის წინ,უკვე მესამედ დაისეტყვა.ასე რომ დალხენილი ცხოვრება,ნამდვილად არა მაქვს.სპორტის და ყოველგვარი ქართულის გულშემატკივრობაში კი, 50 წელი სტაჟი შემისრულდა.
სოსო
01 მაისი 2019 19:01
0
შეძახილმა ხე გაახმოო,აი ასეა,იმდენი იძახეს:ბარსელონა,ბარსელონა,ბაიერნი,ბაიერნი და კიდევ რამდენი რამ,რომ მართლა გათვალეს,არის ამაში ჭეშმარიტება,უცეცხლოდ კვამლი არ არსებობს,ბიჭი არ მოასვენეს ჟურნალისტებმა,ყველა ქართველი ტალანტი შეძახილით!დააჭკნეს და გაახმეს,ახლა შეგიძლიათ წყნარად იყოთ,მომავალი ტალანტის გამოჩენამდე,მერე მასაც არაბიძის,ჩაკვეტაძის,ანანიძის გზას გაუყენებთ,მოსულთუხებულები და სულმოუთქმელები ხართ.
თერჯოლის ეწერი
30 აპრილი 2019 16:19
5
ესეც ანანიძეს ემსგავსება, დარჩება ალბათ მუდმივ პერსპექტიულად, ისე ,,გენტში" მაინც არ ყავთ სასტარტოში.
დათო
30 აპრილი 2019 15:56
18
ამდენი დრო ტყუილად დააკარგვინეს ამ უტვინო ექიმებმა. თავიდანვე რომ გაეკეთებინათ ახლა უკვე გამოჯანმრელებისკენ იქნებოდა
Free
30 აპრილი 2019 15:56
0
აგენტის, მშობლების ბრალია.. ჯვარედინი მყესები, მკურნალობით შედეგი რომ ქონდეს არავინ არ გაიკეთრბდა ოპერაციას, 6 თვე კი არა 1 წელი დაკარგა, დეკემბერში რომ გაეკეთებია, რეაბილიტაცია უკვე დამთავრებული ექნებოდა.. პატრონი არ ყავს კიმარა ამ ბიჭს?
მოკლე კომენტარი
30 აპრილი 2019 15:53
0
1 მაისი და არა აპრილი
tbiliski
30 აპრილი 2019 15:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული