"გენტის" ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს ანტვერპენში მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს.
ტრავმა ჩაკვეტაძემ დეკემბერში მიიღო. მას შემდეგ ორჯერ დაბრუნდა, მაგრამ ქირურგიული ჩარევა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა, აუცილებელი გახდა.
გიორგის სარეაბილიტაციოდ, სავარაუდოდ, 4-6 თვე დასჭირდება.
მან ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატის 23 მატჩში 5 გოლი გაიტანა, "გენტთან" კონტრაქტი კი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ძალზე გულსატკენია ეს ყველაფერი, არადა ძლივს იმედი გაგვიჩნდა რომ ახალი თაობის ლიდერი გამოჩნდა. და ამ დროს კი ამ ბიჭს 4 თვე ტყუილად დააკარგვინეს, რაც
არამარტო "გენტი"-ს სამედიცინო შტაბის, არამედ გიორგის აგენტ-მენეჯერების ბრალიც მგონია. სწორედ ამ მიზეზით მოუწია თასის ფინალის გამოტოვება - გენტმაც ლოგიკურად წააგო. არადა, ნაღდად მჯერა, გიოს რომ ეთამაშა, მინიმუმ გოლს ან საგოლე პასს გაახერხებდა. მოკლედ, კიდევ ერთხელ ვუსურვებ გიოს სწრაფად გამოჯანმრთელებას და მისი კარიერის აღმასვლით წარმართვას!